საქართველოში პირველი ინკლუზიური სპექტაკლი 14 აპრილს გაიმართება

საქართველოში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ინკლუზიური საცეკვაო დასის ქორეოგრაფიული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. შშმ მოცეკვავეთა დასი შაბათს, 14 აპრილს საქართველოში პირველად ინკლუზიურ სპექტაკლს „სხვა გზა“ წარადგენს, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე გაიმართება.

თბილისში შშმ პირების მოცეკვავეთა დასი წარმოდგენას გამართავს

დამდგმელი რეჟისორია ქორეოგრაფი ქეთევან ზაზანაშვილი. დასში მოღვაწეობენ როგორც შშმ პირები, რომლებიც ეტლებით გადაადგილდებიან, ისე ფიზიკური შეზღუდვების არმქონე პირები.

დადგმის მიზანია — ცეკვისა და მოძრაობის ენით ტრავმის შედეგად განცდილი ემოციებისა და გრძნობების გადმოცემა და დეპრესიიდან გამოსვლის ეტაპობრივი გზის ჩვენება. დადგმა ინტერაქტიურ ელემენტებს მოიცავს. მაყურებლებს ექნებათ შესაძლებლობა დაუსვან კითხვები არტისტებსა და ქორეოგრაფს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღონ. მუსიკალური გაფორმება — ჯგუფი „ასეა სულ“.

სპექტაკლის დასაწყისი 19:00 საათზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონ-ლაინ.