საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის ტურიზმის სფეროს განვითარება იგეგმება

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეიხ აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დელეგაცია, რომელსაც ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეიხ აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფა ხელმძღვანელობს, საქართველოს  12 აპრილს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს  შორის რიგით პირველი კონსულტაციები უკვე გაიმართა.  

საქართველოსა და ბაჰრეინს პირდაპირი ავიამიმოსვლა დააკავშირებს

შეხვედრაზე  მხარეებმა განიხილეს  ქვეყნებს შორის  სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.  დადებითად შეფასდა ბაჰრეინიდან  საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდა. ქართულმა მხარემ ბაჰრეინის საგარეო უწყების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს–გარემო.

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეიხ აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.

შეხვერაზე საუბარი ასევე შეეხო ურთიერთობებს მრავალმხრივ ფორმატებში და ხაზი გაესვა თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. ამასთან, მხარეებმა მიმოიხილეს უსაფრთხოების გლობალური საკითხები და მიმდინარე გამოწვევები.