ასპინძის მერია სტიქიით დაზარალებული ოჯახებს დაეხმარება

24 მარტს ძლიერმა ქარმა ასპინძის სოფელ ნაქალაქევში, აწყვიტასა და დაბა ასპინძაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიით დაზარალებულ ადგილობრივებს 2 ათასი ლარის ღირებულების თუნუქის მასალით დაეხმარება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მიმდინარე წლის 24 მარტს ძლიერმა ქარმა ასპინძის სოფელ ნაქალაქევში ორ, ხოლო აწყვიტასა და დაბა ასპინძაში კი თითო საცხოვრებელ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა.

დაზარალებული ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელ სახლებს სტიქიამ  სახურავები დაუზიანა, კომპენსაციის გაცემა უკვე დაიწყო.