ფოთში საბავშვო ბაღი გაქურდეს

როგორც მესამე საბავშვო ბაღის გამგემ დარეჯან დეისაძემ სააგენტოსთან განაცხადა, საბავშვო ბაღიდან წაღებულია მუსიკალური ტექნიკა.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik.  ფოთში  საბავშვო ბაღი გაქურდეს, იუწყება „sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი ფოთიდან. 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში პურში დანის პირი აღმოაჩინეს

ქურდობა გუშინ, გვიან ღამით, ნაბადის უბანში მდებარე საბავშვო ბაღში მოხდა.

 როგორც  მესამე საბავშვო ბაღის გამგემ დარეჯან დეისაძემ სააგენტოსთან განაცხადა, საბავშვო ბაღიდან  წაღებულია მუსიკალური ტექნიკა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ–კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.