მესამე ტრანში 2008 წლიდან: საქართველო ევროკავშირისგან 45 მლნ ევროს მიიღებს

ეს მესამე ტრანშია ევროკავშირისგან, რომელსაც საქართველო 2008 წლიდან იღებს. პირველი ორი ტრანშის ოდენობა 92 მლნ ევროს შეადგენდა.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების ტრანში გამოყო 45 მლნ ევროს ოდენობით, ნათქვამია საბჭოს საიტზე განთავსებულ განცხადებაში

საქართველო ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს უხელმძღვანელებს

ეს მესამე ტრანშია ევროკავშირისგან, რომელსაც საქართველო 2008 წლიდან იღებს. პირველი ორი ტრანშის ოდენობა 92 მლნ ევროს შეადგენდა.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაკროფინანსური დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს 45 მლნ ევროს ოდენობით. ეს დაფარავს საქართველოს ფინანსურ მოთხოვნებს, დაეხმარება ეკონომიკურ სტაბილიზაციაში და სტრუქტურული რეფორმების პროგრამის განხორციელებაში“, — ნათქვამია დოკუმენტში. 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2006 წელს დაწყებული ურთიერთობა 2009 წლისთვის ბევრად მჭიდრო გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას შეუერთდა.