თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თბილისი უერთდება გლობალურ მოძრაობა Fuckup Nightsფარგლებშიც წარმატებული ქართველი ბიზნესმენები და ჟურნალისტები იმ მარცხებსა და დანაკარგებზე ისაუბრებენ, რომლებიც ცხოვრების გზაზე განიცადეს, აუწყა Sputnik-საქართველოს ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
საღამოზე, რომელიც მულტიმედიურ კომპლექს „ფაბრიკაში“ ჩატარდება, აუდიტორიის წინაშე წრადგებიან:
- ვახო ვახტანგიშვილი — კრეატიული სააგენტო Leavingstone-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- ბესო პაპიაშვილი — ტაქსების კომპანია Taxify Georgia-ს დამაარსებელი და ხელმძღვანელი;
- ნინო დარასელი — ონლაინ ჟურნალ AT.ge-ს დამაარსებელი;
- ნიკო ნერგაძე — მუსიკალური კრიტიკოსი და Playboy Georgia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი.
„თითოეული სპიკერი, რომლებიც მაშინვე დათანხმდნენ ახალ პროექტში მონაწილეობას, ფოტოსლაიდების სახით წარმოადგენენ საკუთარ ისტორიას“, — განაცხადეს ორგანიზატორებმა.
საპილოტე საღამოს ორგანიზატორები — არასამთავრობო ორგანიზაცია Tbilisi Startup Bureau და ასევე მულტიმედიური კომპლექსი „ფაბრიკა“ გეგმავენ, რომ Fuckup Nights-ს პერმანენტული ხასიათი მისცენ და ღონისძიება ყოველთვიურად ჩაატარონ.
Fuckup Nights — ეს გლობალური მოძრაობაა, რომელმაც 80 ქვეყანა მოიცვა. თვეში ერთხელ რომელიმე ქალაქში რამდენიმე წარმატებული ადამიანი იკრიბება და პუბლიკას საკუთარ მთავარ მარცხზე უამბობენ. პირველი ღონისძიება 2012 წელს მექსიკაში ჩატარდა. დღეისათვის Fuckup Nights-ი მსოფლიოს 250 ქალაქში იმართება.