სამგორის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა დატოვა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამგებლის მხრიდან თანამდებობის დატოვების მიზეზად თბილისის მერიაში სამგორის რაიონის კვარტალურ შედეგებს ასახელებენ.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

კერესელიძე გადადგომის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. თუმცა, აღნიშნულ ფაქტს თბილისის მერიაში ადასტურებენ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამგებლის მხრიდან თანამდებობის დატოვების მიზეზად თბილისის მერიაში სამგორის რაიონის კვარტალურ შედეგებს ასახელებენ.