აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნები: ეგზიტპოლების მონაცემები, სტატისტიკა

ეგზიტპოლების მონაცემებით, აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებზე სახელმწიფოს ამჟამინდელი ლიდერი - ილჰამ ალიევი ლიდერობს
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანში დასრულდა კენჭისყრა საპრეზიდენტო არჩევნებზე და ხმების დათვლა მიმდინარეობს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

არჩევნებში მონაწილეობს რვა კანდიდატი, ერთ-ერთია აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ქვეყნის ხუთ მილიონზე მეტი მოქალაქე ირჩევდა სახელმწიფოს მეთაურს 5641 საარჩევნო უბანზე 125 საარჩევნო ოლქში, კიდევ 41 უბანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იყო გახსნილი. უცხოური უბნები აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 32 ქვეყანაში მოქმედებდა.

გამოცხადდა ეგზიტპოლების შედეგები. გამოკითხვები დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრ Els-მა და ფრანგულმა ორგანიზაცია Opinion Way-მ ჩაატარა.

საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ

ცენტრ Els-ის ხელმძღვანელის, ირადა იაგუბოვას თქმით, ეგზიტპოლი 118 ოლქის 300 უბანზე ჩატარდა. შედეგები 80 000 ანკეტის საფუძველზე შეჯამდა. მან ასევე განაცხადა, რომ დღის განმავლობაში ყოველ საათში ერთხელ ანკეტებს იღებდნენ ურნებიდან და ხმები ითვლებოდა.

ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ილჰამ ალიევმა ამომრჩეველთა ხმების 82,71% მიიღო, ზაჰიდ ორუჯმა — 3,37%, არაზ ალიზადემ — 1,87%, გუდრატ გასანგულიევმა — 4,23%, ფარაჯ გულიევმა — 1,33%, ჰაფიზ გაჯიევმა — 2,1%, რაზი ნურულაევმა — 0,92% და სარდარ ჯალალოღლუმ — 3,56%.

ფრანგულმა ორგანიზაცია Opinion Way-მ კონსულტაციისა და დახმარების დამოუკიდებელ ცენტრთან ერთად ასევე გამოაქვეყნა ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები.

შედეგები ასე გამოიყურება: ოლჰამ ალიევი — 86,53%, გუდრატ გასანგულიევი — 3,1%, ზაჰიდ ორუჯი — 2,92%, სარდარ ჯალალოღლუ — 2,81%, ჰაფიზ გაჯიევი — 1,73%, არაზ ალიზადე — 1,21%, ფარაჯ გულიევი — 1,03% და რაზი ნურულაევი — 0,67%.

ეგზიტპოლებმა მოიცვა ქვეყნის ყველა რეგიონი, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.