ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან: დაშავებულია ოთხი ადამიანი

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე არსებულ გვირაბთან სატვირთო ავტომობილს მიკროავტობუსი შეეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხი.

ავარია ჩაქვის გვირაბთან: სამი ადამიანი დაშავდა

შემთხვევა  ჩაქვის გვირაბთან  მოხდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი.
სამი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო ერთი დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით („ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა“) დაიწყო.