ძალადობა პოლიციელებზე: დაკავებულია ცხრა პირი

სამართალდამცველებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს სკვერის დატოვება მოსთხოვეს, რასაც ახალგაზრდების მხრიდან პროტესტი მოჰყვა
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებთან დაპირისპირების გამო გორში ცხრა პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

გორში დამნაშავემ საბავშვო ბაღიდან ბავშვებს ნივთები მოჰპარა

ინციდენტი სადგურის დასახლებაში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც „Sputnik საქართველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციელებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს სკვერის დატოვება მოსთხოვეს, რასაც ახალგაზრდების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

დამნაშავეებმა სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით („ჯგუფის მიერ წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ“).  ცხრიდან  სამ ახალგაზრდას ბრალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგენენ.