თურქეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ „გია კუტაისკი“ მოკლეს

„კანონიერი ქურდი" გია ზვიადაძე კრიმინალურ სამყაროში „ძველი სკოლის" წარმომადგენლად ითვლებოდა, გამოირჩეოდა სიმკაცრით და ე.წ. ძველი ქურდული ადათ–წესების პატივისცემით.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik.  თურქეთში  59 წლის  საქართველოს მოქალაქე,  ე.წ. კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, მეტსახელად „გია კუტაისკი“ მოკლეს, იუწყება რუსული ინტერნეტ–გამოცემა primecrime.ru

კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „კუწუ“ დააკავეს

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა გაიოზ ზვიადაძესა და ე.წ. კანონიერ ქურდ ნოდარ ასოიანს, იგივე „ნოდარ რუსტავსკის" შორის როსტოვის ოლქში გავლენათა სფეროების მოპოვებასთან დაკავშირებით  არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. ამ კონფლიქტს უკავშირებენ ასევე გასულ წელს ე.წ. კანონიერ ქურდ გოჩა ალფაიძეზე განხორციელებულ თავდასხმას.

„კანონიერი ქურდი" გია ზვიადაძე კრიმინალურ სამყაროში „ძველი სკოლის" წარმომადგენლად ითვლებოდა, გამოირჩეოდა სიმკაცრით და ე.წ. ძველი ქურდული ადათ–წესების პატივისცემით.