საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 აპრილი არის ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  9 აპრილს გარდაცვლილთა  სულის მოსახსენიებელი პარაკლი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან გადაიხადა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

უწმინდესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და მღვდელმთავრები. ილია მეორემ ადგილზე ასევე სააღდგომო ნაბათი მიიტანა.  

9 აპრილი – დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მთავრობის წევრები, დაღუპულთა ოჯახის წევრები, რიგირთი მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალს ყვავილებით ამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. 

1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.

1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. კომისის დასკვნის თანახმად, ამ დღეს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალების მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა. 

9 აპრილი: ხეებზე აკრული ლექსები და დატირება სიონში

1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.

9 აპრილი არის ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.