საქართველოს ნაკრებმა ჩოგბურთში დევისის თასზე ლუქსემბურგთან წააგო

ქართველმა ჩოგბურთელებმა, რომლებიც ლიდერის გარეშე გამოდიოდნენ, ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგეს
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა ჩოგბურთში გასვლით მატჩში ლუქსემბურგთან 0:5 წააგო. თამაში დევისის თასის მეორე ევრო–აფრიკული ჯგუფის პლეი–ოფში გაიმართა.

7 აპრილს ლუქსემბურგის კორტებზე 34 წლის გამოცდილ, მსოფლიოს 29–ე ჩოგანს დაუპირისპირდა 17 წლის ზურა ტყემალაძე (რეიტინგის გარეშე). ანგარიში – 6:3, 6:2 გასკვირიც არაა. 

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები მაროკოსთან ანგარიშით 0:2 აგებს

მეორე მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უგო ნასტასი (ურეიტინგო) და გიორგი ცივაძე (1095). აქ მოგება შეიძლებოდა, მაგრამ პირველ სეტში გამარჯვების შემდეგ (6:3) ცივაძემ მეორე პარტია დათმო (5:7), ასევე გაიმარჯვა ლუქსემბურგელმა მესამე სეტში – 6:4. 

დაპირისპირების ბედი 8 აპრილს გადაწყდა – წყვილში შეხვდნენ მიულერი–ნასტასი და მეტრეველი–ცივაძე. ანგარიში 6:3, 6:1 – ლუქსემბურგელებმა უპრობლემოდ მოუგეს ქართველებს.

ორი დარჩენილი მატჩი უკვე ფორმალობა იყო. ორივე მასპინძლებმა მოიგეს. ალექს კნაფმა (1255) ორ სეტში მოუგო – 6:1, 6:2 – ვაჟა შუბლაძეს (1844), ხოლო კრისტოფ ტოლმა (ურეიტინგო) – ზურა ტყემელაძეს – 6:4, 6:4.

ქართული გუნდის ეს მარცხი ნიშნავს, რომ შემდეგ სეზონს ქართველი ჩოგბურთელები დევისის თასის მესამე ჯგუფში დაიწყებენ, სადაც ყველაზე სუსტი ევროპული ჯგუფებია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ თავის გუნდს ვერ დაეხმარა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (86), რომელიც მარაკეშის (მაროკო)  ტურნირისთვის სერიიდან АТР 250 ემზადება.