გურიაში იუსტიციის სახლის მომსახურების ფილიალი გაქურდეს

სამართალდამცველებმა დამნაშავის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ შეძლეს
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე  იუსტიციის სახლის მომსახურების  ფილიალი გაქურდეს, იუწყება „sputnik საქართველოს” კორესპონდენტი გურიიდან. 

მძარცველებმა ბანკომატი ააფეთქეს: პოლიციამ დამნაშავეები დააკავა

 ქურდობა  სოფელ ნატანებში  გუშინ,  გვიან ღამით მოხდა. 

გავრცელებული  ინფორმაციით,  იუსტიციის სახლის მომსახურების ფილიალის შენობაში მდებარე  „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატიდან გარკვეული თანხააცაა წაღებულია.

სამართალდამცველებმა დამნაშავის იდენტიფიცირება ამ დრომდე  ვერ შეძლეს.

როგორც „sputnik საქართველოს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.