საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ერთა ლიგის ტურნირისთვის მზადების ფარგლებში განიხილავს
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთს ეროვნული გუნდი ივნისში მალტისა და ლუქსემბურგის ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ესტონეთს ამხანაგურ მატჩში მოუგო

ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელები 26 მაისს შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრებიან, სადაც 1 ივნისს მალტას ეთამაშებიან, ოთხ დღეში კი ლუქსემბურგში ადგილობრივ ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.

ორივე ამხანაგური შეხვედრა უეფას ერთა ლიგის ტურნირისთვის მომზადების ფარგლებში განიხილება. ტურნირი მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრები „D ლიგის“ პირველ ჯგუფში ითამაშებს. მისი მეტოქეები კვარტეტში ყაზახეთის, ლატვიის და ანდორის გუნდები იქნებიან. ტურნირზე პირველ მატჩს გასვლაზე 6 სექტემბერს ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს.