კიევის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სასტუმროდ იყო გადაკეთებული და ხანძრის დროს შენობაში ირანელი ტურისტები იმყოფებოდნენ
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik.  თბილისის ცენტრში, კიევი ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლში  გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. 

დამწვარი ორი სახლი, ორი ავტომობილი და 13 სული საქონელი - ჩოხატაურში ხანძარი გაჩნდა

ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სასტუმროდ იყო გადაკეთებული და ხანძრის დროს შენობაში ირანელი ტურისტები იმყოფებოდნენ. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ტურისტი მსუბუქად დაშავდა და სასწრაფო დახმარების ავტომობილით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით დამწვარია 200 კვ.მ ფართობი. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავსა და მეორე სართულს გაუჩნდა.

ამ დროისთვის, ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე ექვსი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.