„საქართველოს ბანკის“ მოლარემ აუდიტის შემოწმების შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. „საქართველოს ბანკის" გურჯაანის ფილიალის მოლარემ გუშინ თვითმკვლელობა სცადა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თავდასხმა ბენზინგასამართ სადგურზე - დაჭრილია მოლარე-ოპერატორი

წინასწარი ინფორმაციით, ბანკში შესამოწმებლად აუდიტის სამსახური შევიდა, სადაც რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით დანაკლისი დაფიქსირდა. "საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელობამ ფილიალის მმართველს და სალაროს გამგეს უფლებამოსილება შეუჩერა.

აღნიშნული ფაქტის შემდგომ მოლარე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ოჯახის წევრებმა იპოვეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც „Sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ("თვითმკვლელობამდე მიყვანა") დაიწყო.