გარშემომყოფთა პრობლემები: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარმოადგინა თავისი პირველი ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ", რომელშიც საუბარია 2017 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარებაზე
Sputnik

ანგარიშში აღნიშნულია ფაქტები ძალადობის, დამამცირებელი მოპყრობის, დისკრიმინაციის ფაქტების, ბავშვთა, ეროვნული უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის, საპატიმროებში მოქალაქეებთან მოპყრობის, ნარკოპოლიტიკისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ქცევის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 1997 წლიდან არსებობს. მის ფუნქციებში შედის ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების განხილვა და მოქალაქეების უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებისადმი რეკომენდაციებით მიმართვა. ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის ნოემბერში გახდა.

პოლიცია და ადამიანის უფლებები

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს გაუარესდა ურთიერთობები პოლიციელებსა და ადმინისტრაციული ნიშნით დაკავებულებს შორის: დაკავებისას დაზიანდა 284 ადამიანი, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი იყო 254.

გარდა ამისა, ომბუდსმენი პრობლემების შესახებ საუბრობს პირებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას, ასევე ნარკოტიკებზე ტესტის იძულებით ჩატარებისას. ამასთან, აღინიშნება, რომ 2017 წელს დაფიქსირდა ნარკოტიკებზე ტესტის იძულებით ჩატარება იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც ამაზე ნებაყოფლობით უარი განაცხადეს.

„ცუდ პოლიციელებს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხედავს

ომბუდსმენის ყურადღების არეში მოექცა ასევე ზოგიერთი პოლიციელის მიერ ვიდეოკამერის არგამოყენება პოლიციის კონტროლის განხორციელებისას, ანუ იმ მომენტში, როდესაც პოლიცია დანაშაულის აღკვეთის მიზნით ამოწმებს მოქალაქეებს გზებსა და დასახლებულ პუნქტებში. სახალხო დამცველის აზრით, ვიდეოკამერების გამოუყენებლობა მოქალაქეებს შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს შემოწმებისას მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

ფსიქიატრიის პრობლემები

სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მოთავსებული ადამიანების მდგომარეობაზე.

ანგარიშის მიხედვით, ფსიქიატრიულ კლინიკებში მკურნალობა ძველი თაობის პრეპარატებით მიმდინარეობს, ხოლო ფაქტობრივად არ მუშაობენ ფსიქოლოგები და არ ხორციელდება თერაპია.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია მათი საკუთარი უფლებების თაობაზე და არ აქვთ შესაძლებლობა, კლინიკებში არსებულ ვითარებაზე იჩივლონ.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ გაუსაძლის პირობებზე

დისკრიმინაცია

დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიშნით კვლავ აქტუალური იყო 2017 წელს. სახალხო დამცველის აპარატმა მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე დისკრიმინაციის 26 ფაქტი დააფიქსირა. მიმართვების უმეტესობა ეხებოდა დისკრიმინაციას სქესობრივი კუთვნილების მიხედვით, ჯანმრთელობის უნარშეზღუდვის საკითხებს, სექსუალურ ორიენტაციას.

განსაკუთრებულ პრობლემას, ომბუდსმენის აზრით, წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) დისკრიმინაცია. მისი თქმით, შშმ და აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვები ხშირად აწყდებიან პრობლემებს საზოგადოებრივ ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სახალხო დამცველის განცხადებით, კიდევ ერთი პრობლემაა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ აგრესიული და ნეგატიური დამოკიდებულება.

ამას გარდა, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 2017 წელს დაფიქსირდა ჩინოვნიკებისა და საზოგადო მოღვაწეთა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ხასიათის გამონათქვამები.

ქალები და ბავშვები საქართველოში

სახალხო დამცველი ანგარიშში ასევე შეეხო ქალთა უფლებებს. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობა არასაკმარისად არის ინფორმირებული სექსუალური და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის შესახებ, რაც იწვევს არასასურველ ორსულობასა და ნაადრევ გათხოვებას.

სექსუალური ექსპლუატაცია: უზბეკეთის მოქალაქეს განაჩენი გამოუტანეს

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კვლავ პრობლემაა ადამიანით ვაჭრობის საკითხი. 2017 წელს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი რვა ქალმა მიიღო, ხოლო სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლის — ოთხმა.

რაც შეეხება ბავშვთა პრობლემებს, სახალხო დამცველი აღნიშნავს უსახლკარო ბავშვების პრობლემას, რომლებიც არ იღებენ განათლებას.

გარდა ამისა, ომბუდსმენის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში იყო 73 ათასი ბავშვიანი ოჯახი, რომელთაც სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდათ და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებდნენ. მათი ცხოვრების პრიობები საშიშია ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს ბავშვების მიამრთ ძალადობის მაღალ მაჩვენებელს. 2017 წელს ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატში 837 მიმართვა დაფიქსირდა.