ახალციხეში 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ექიმების განმარტებით, ბავშვს ფეხი და ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ახალციხეში ათი წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავარია ჩაქვის გვირაბთან: სამი ადამიანი დაშავდა

შემთხვევა ნათენაძის ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვი ქუჩაზე გადადიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული „სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, ბავშვს ფეხი და ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.