საქართველოს სუმოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

იაპონიაში გამოსვლების დიდი გამოცდილების მქონე ყოფილი სუმოისტი სპორტის ამ სახეობას საქართველოს რეგიონებში განავითარებს
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს სუმოს ფედერაციას ახალ პრეზიდენტად ოთხი წლით ლევან ცაგური აირჩიეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცაგურმა, რომელიც თავის დროზე სუმოისტი იყო და იაპონიაში ტურნირებზე კოკაის სახელით ასპარეზობდა, ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე თენგიზ რუხაძე შეცვალა.

ქართველმა სუმოისტმა იაპონიაში მორიგი ტურნირი მოიგო

პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა ცხრა დელეგატმა მიიღო, მათ ცაგურს მხარი ერთხმად დაუჭირეს. არჩეულია ასევე ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი და ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც თენგიზ რუხაძე გახდა.

ცაგურის პროგრამის ძირითადი მიზანია — სუმოს განვითარება საქართველოს რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, იაპონიაში ოტი ტურნირი მოიგო და იმპერატორის თასი მოიპოვა.