თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ „კრასნოდარის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად შოთა არველაძე განიხილება, ნათქვამია SportFM-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
45 წლის არველაძესთან ერთად, რომელიც ამ დროისთვის ტაშკენტის „პახტაკორს" წვრთნის, „კრასნოდარის" კლუბის მწვრთნელის პოსტზე მიოდრაგ ბოჟოვიჩი („არსენალი") და კლუბის ყოფილი მწვრთნელი ოლეგ კონონოვი განიხილებიან.
კლუბის მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტური გასულ უქმეებზე მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული თანამდებობიდან იგორ შალიმოვი გათავისუფლდა.
რაც შეეხება არველაძეს, ის „პახტაკორს" სათავეში გასულ ზაფხულს ჩაუდგა. სეზონის შედეგებით, კლუბმა აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საკვალიფიკაციო რაუნდში მესამე ადგილი დაიკავა.
„პახტაკორამდე" არველაძე მუშაობდა თურქულ კლუბებში „კაისერისპორი", „ქასიმფაშა" და „ტრაბზონსპორი" და ისრაელის „მაკკაბიში".