ინკასატორებზე თავდასხმა ქუთაისში: ბოროტმოქმედები პატიმრობაში არიან

ყაჩაღური თავდასხმის ყველა მონაწილე დამნაშავედ არის ცნობილი
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო თავდასხმაში კომპანია Nova Technology-ს თანამშრომლებზე, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ოპერირებით არის დაკავებული, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაყაჩაღება აბაშაში: ინკასატორს 200 ათასი ლარი სახლიდან მოპარეს

გამოძიების მონაცემებით, 2017 წლის ივნისში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებულები ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე თავს დაესხნენ ინკასატორებს და დაეუფლნენ Renault Clio-ს მარკის ავტომობილს და 102 ათას ლარამდე თანხას.

ბრალდებულების დაკავება მომხდარიდან მესამე დღეს მოხერხდა.

მათ წარედგინა ბრალდება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ერთ-ერთ ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა შეეფარდა, მეორეს — 9, მესამეს — 10.