საავტომობილო გზების დეპარტამენტს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს

მანამდე ირაკლი ქარსელაძე "თანაინვესტირების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს.

აღნიშნულ პოსტზე ქარსელაძემ გიორგი სეთურიძე შეცვალა, რომელიც დეპარტამენტს 2016 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა. თავად ქარსელაძე მანამდე „თანაინვესტირების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა.

ვინ შეცვლის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძეს

„ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ახლა ხელმძღანელობას უნდა მივცეთ საშუალება თავიანთი ხედვები თავისებურად გაატარონ. მე დარწმუნებული ვარ ახალი ხელმძღვალი გაცილებით ენერგიული და ეფექტური იქნება. ასე რომ ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე გავაგერძელებ სხვაგან საქმიანობას", — განაცხადა სეთურიძემ ტელეკომპანია Imedi-ზე.

როგორც უწყების პრეს-სამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ პოსტზე ქარსელაძის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიიღო.

ცქიტიშვილმა მინისტრის პორტფელი გასულ კვირას ჩაიბარა, მანამდე ის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.