პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს განახლებული კონსტიტუცია ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ზოგიერთი ნორმა კი შემდგომ წლებში შევა.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებები 23 მარტის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

საქართველოს განახლებული კონსტიტუცია ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ზოგიერთი ნორმა კი შემდგომ წლებში შევა.

ახალი ვერსიის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში 150-ვე მანდატი პოლიტიკურ პარტიებს შორის არჩევნებზე მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდება და არა როგორც მოსალოდნელი იყო „ბონუსების სისტემით". „ბონუსების სისტემის" შემთხვევაში ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა პარტია, რომელიც ხმების დიდ რაოდენობას მიიღებდა. კერძოდ, იგი ყველა გაუნაწილებელი მანდატის მოპოვებას შეძლებდა.

პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები დაამტკიცა

მანდატების რაოდენობის განსაზღვრისთვის, პარტიების მიერ მიღებული ხმები 150-ზე გამრავლდება და გაიყოფა ყველა იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე, რომლებმაც მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%.

გარდა ამისა, კონსტიტუციაში შევიდა შესწორება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების შექმნას ითვალისწინებს, ამასთან არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 3% იქნება.

ძალაში რჩება 2018 წლის შემდეგ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება. ამ შემთხვევაში იცვლება ტერმინოლოგია. პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, ხოლო ტერმინი „ხმოსანი" ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი" შეიცვლება.

ცვლილებები მიღებულია: ორი შეხედულება ერთ კონსტიტუციაზე

გარდა ამისა, იცვლება იმ შესწორებების ამოქმედების ვადები, რომლებიც ეხება საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სხვა ქვეყნის პასპორტს აიღებს. ეს ნორმა ძალაში შევა არა 2018 წლის ნოემბერში, არამედ საქართველოს კონსტიტუციაში ახალი შესწორებების ამოქმედებისთანავე.

კიდევ ერთი შესწორება ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტისას სრული კონსენსუსის აუცილებლობას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, დგინდება აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის სტანდარტები.

საქართველოს პარლამენტმა განახლებული კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა, მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო 13 ოქტომბერს დაძლია. საბოლოოდ, განახლებული კონსტიტუციის პროექტს პრეზიდენტმა ხელი 2017 წლის 19 ოქტომბერს მოაწერა.