თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტს ოზურგეთის მერიაში.
როგორ მერიაში განმარტავენ, ქარმა მნიშვნელოვნად დააზიანა დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში მრავალბინიანი კორპუსები, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები.
ასევე ძლიერმა ქარმა სოფელ მთისპირში, სოფელ ოზურგეთსა და ნაგომარში კერძო საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. უამინდობამ ასევე პრობლემები შეუქმნა ქალაქის რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებსაც.
მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის დათვლას ხვალიდან შეუდგება.