კახეთში ავტომობილი ხრამში გადავარდა - 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

უბედური შემთხვევა გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავარია ჩაქვის გვირაბთან: სამი ადამიანი დაშავდა

უბედური შემთხვევა გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.  „გოლფის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ბრიგადები. გვამი იდენტიფიცირებულია და პროზექტურაშია გადასვენებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია") დაიწყო.