წიწვოვანი ხეების მოჭრის ფაქტზე ხაშურში ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს

ბრალდებულმა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა 7 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე ხე.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„არ მოჭრა ბზა": საპატრიარქოსა და გარემოს დაცვის სამინისტოს მოწოდება

გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურის სატყეო უბანზე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ 7 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე ხე მოჭრა.

მოჭრილი ხის მორები სამართალდამრღვევს მაღალი გამავლობის ავტომობილით გადაჰქონდა. 

სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომობილი დალუქეს. 

გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენის შემდეგ მასალები რეაგირებისათვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება. 

ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყით სარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.