გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაული მიულოცა

პასექის დღესასწაულზე მორწმუნე ებრაელები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად, უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაული მიულოცა, ამის შესახებ კვირიკაშვილმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიციას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს და მთელ ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს. ისრაელის ხალხის ბრძოლა მონობისგან თავის დასაღწევად, მთელი მსოფლიოსთვის იქცა თავისუფლების სიყვარულისა და ერთგულების მაგალითად, ვუერთდები ჩვენი მეგობარი ებრაელი ხალხის ზეიმს და ვუსურვებ მათ ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა მილოცვაში.

მისივე თქმით, ძვირფასია ის 26-საუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხს აკავშირებს, ურთიერთობის ტრადიციას კი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

პასექი არის ებრაული დღესასწაული, რომელიც ღვთის მიერ ებრაელების ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების აღსანიშნავად იმართება. ამ დღეს მორწმუნე ებრაელები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად, უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ, იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ და უფუარ პურს — მაცას მიირთმევენ.