ბათუმიდან როსტოვში „პობედა“ იფრენს

რუსული „პობედა“ ბათუმიდან დონის როსტოვში კვირაში ორჯერ იფრენს
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. დაბალბიუჯეტიანმა რუსულმა ავიაკომპანია „პობედამ“ დონის როსტოვი-ბათუმის რეისზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

დონის როსტოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები 25 მაისს დაიწყება. ავიაკომპანიის მონაცემებით, მისი თვითმფრინავები ამ მარშრუტით კვირაში ორჯერ იფრენენ.

გაზაფხულიდან ფრენებს ახალი ქართული ავიაკომპანია დაიწყებს

ავიაკომპანია „პობედა“ საქართველოში 2016 წლის ნოემბრიდან ოპერირებს და მოსკოვი-თბილისის რეისს როსტოვში გადაჯდომით ასრულებს.

ლოუკოსტერი „პობედა“ — რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავიაკომპანიაა. პირველი თვითმფრინავი 2014 წლის 1 დეკემბერს აფრინდა. 2015 წლის აპრილში ქვეყნის უმსხვილესი ავიაკომპანიების ათეულში „პობედამ“ მეცხრე ადგილი დაიკავა.

საქართველოში ფრენებით დაინტერესებას სულ უფრო მეტი ავიაკომპანია გამოხატავს, რაც ქვეყანაში ტურიზმის დინამიური განვითარებით არის განპირობებული. 2018 წლის მხოლოდ ორი თვის განმავლობაში საქართველოს 885 000 უცხოელი ეწვია, რაც შარშანდელ მაჩვენებლებს 17%-ით აღემატება.

საქართველოს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს მეზობელი ქვეყნებიდან — აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან.