„ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში 2300-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, 2009 წელს კი მათი რაოდენობა სულ რაღაც 200 იყო. მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელებული არაპირდაპირი ინვესტიცია კი სასწავლო პერიოდის განმავლობაში ნახევარ მილიარდზე მეტია“ — აღნიშნა ზურაბ ორჯონიკიძემ.
ტელეკომპანიის ცნობით, სამედიცინო უნივერსიტეტში განათლებას ამჟამად 65 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს, რაოდენობრივად ყველაზე მეტი სტუდენტი ინდოეთიდანაა, ყველაზე მაღალმოთხოვნადი მიმართულება უცხოელ სტუდენტებს შორის კი ზოგადი მედიცინაა.