საქართველოში ლომბარდის ვალი 600 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს

ლომბარდებმა 2017 წელს 405 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კრედიტი გასცეს, გამოიმუშავეს - 47,6 მლნ ლარი
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ლომბარდების მომსახურებით საქართველოში 2017 წელს 609,4 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, აქედან 99,6% ფიზიკური პირია. ამას მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის — „საქსტატის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალები.

ხარაგაულში გოჭების ლომბარდი გაიხსნა

ლომბარდების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 64,7% ეროვნულ ვალუტაშია. წლის ბოლოს ვალმა 393,8 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოში ლომბარდის მომსახურებით უმეტესად თბილისში სარგებლობენ — საერთო რაოდენობის 67,8%. შემდეგ მოდის აჭარა (13%), იმერეთი (8,3%), სამეგრელო — ზემო სვანეთი (5,7%) და ქვემო ქართლი (3,3%).

ლომბარდების მოგებამ 2017 წელს 47,6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 73,1% თბილისში მდებარე ლომბარდებზე მოდის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 875 ლომბარდია და აქედან დაახლოებით 56% — თბილისში.