თურქეთის სამხედრო გემები ბათუმის პორტში შემოვიდა

თურქული სამხედრო გემები „ზღვის ვარსკვლავი 2018“- ის წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ბათუმის საზღვაო პორტში შემოვიდა თურქეთის ორი სამხედრო ხომალდი TCG Fatih და TCG Volkan, ნათქვამია ავტონომიის მთავრობის მეთაურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის სამხედრო გემები მიიღებენ მონაწილეობას წვრთნებში „ზღვის ვარსკვლავი 2018“, რომელიც 30 მარტიდან 1 აპრილამდე ჩატარდება. ეს ხომალდები და საქართველოს სანაპირო დაცვის გემები საზღვაო მანევრებს განახორციელებენ. 

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

ხომალდების ეკიპაჟის წევრების მონაწილეობით დაგეგმილია კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მათ შორის ამხანაგური მატჩი ფეხბურთში სანაპირო დაცვის მოსამსახურეებთან.

გარდა ამისა, თურქული მხარე რიგით მოქალაქეებს სამხედრო ხომალდების დათვალიერების შესაძლებლობას მისცემს.

წვრთნები „ზღვის ვარსკვლავი“ თურქული ხომალდების მონაწილეობით ბათუმში უკვე მესამეჯერ იმართება.

TCG Fatih — ეს არის თურქეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის სამხედრო ფრეგატი, რომლის ეკიპაჟი 150 ადამიანს აღემატება. TCG Volkan – 50-მდე ადამიანის ეკიპაჟის მქონე მოიერიშე ხომალდია.