თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს ზღვის სანაპიროზე, ფოთსა და ყულევში ხუთბალიანი შტორმია მოსალოდნელი, იუწყება ტელეარხი Imedi.
ფოთში ქარი წამში 13–18 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 20–25 მეტრამდე გაძლიერდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარი თანდათან ჩადგება, თუმცა მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
ხვალიდან ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე შტორმი 4–5 ბალს მიაღწევს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი სითბო იქნება.
სინოპტიკოსები ამინდის გამოსვლას 31 მარტიდან გვპირდებიან.