„კარგი არაფერი“ – ექსპერტი საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებაზე

ექსპერტი ნანა დევდარიანი დარწმუნებულია, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ერთი მუშაკის გაძევებას აზრი არა აქვს
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობები საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევება არაფერს იძლევა, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.

ოფიციალურმა თბილისმა თავისი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციისადმი სოლიდარობით ახსნა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ექს-პოლკოვნიკის, ბრიტანულ სპეცსამსახურებთან მომუშავე სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით. ლონდონმა მომხდარში რუსეთის სახელმწიფო დაადანაშაულა, ხოლო მოსკოვმა ბრალდებებს პროვოკაცია უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ქიმიური იარაღი არა აქვს. 

„ჩვენ ისედაც გაწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. საელჩო ჩვენთან არ მუშაობს. რჩებოდა ძალზე მოკრძალებული საკონსულო განყოფილება შვეიცარიის საელჩოსთან. და ეს გადაწყვეტილება (დიპლომატის გაძევება), პრაქტიკულად, არაფერს გვაძლევს გარდა იმისა, რომ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ ჩვენც, ასე ვთქვათ, ტრენდში ვართ და ვიქცევით ისევე, როგორც ტერეზა მეი“, – განაცხადა დევდარიანმა.

პოლიტოლოგის მოსაზრება: რუსეთის ვიზების გაცემა გართულდება

მან აღნიშნა, რომ საკონსულო განყოფილება, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, მხოლოდ მოქალაქეების მომსახურებითაა დაკავებული.

„პირადად მე ამაში დადებითს ვერაფერს ვხედავ, რადგან საკონსულო განყოფილება ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც ვიზების მიღება სურთ, მეტი არაფერი. ისინი მეტს არაფერს აკეთებენ“, – აღნიშნა დევდარიანმა.

მისი თქმით, რუსეთის ინეტერესების სექციის ერთი მუშაკის გაძევება არაფერს შეცვლის.

„იქნება იქ ერთი ადამიანით ნაკლები, ან რამდენი ადამიანი იქნება პატარა საკონსულო განყოფილებაში? ამით, პრაქტიკულად, არაფერი იცვლება“, – განაცხადა დევდარიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მიმართ საპასუხო ზომები არ იქნება.

„არ მგონია, რომ ახლა რუსეთი იმაზე ფიქრობს, როგორ შეიმუშაოს საქართველოს წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯები. საერთოდ, რაში გვჭიდებოდა ამის გაკეთება და რას მოგვცემს ეს, საერთოდ სხვა საუბრის თემაა. ამას არაფერი აქვს საერთო პრაგმატულ გადაწყვეტილებასთან“, – განაცხადა დევდარიანმა. 

ამჟამად შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში თბილისში ათი დიპლომატი მუშაობს. მათ შორის არიან სექციის ხელმძღვანელი, უფროსი მრჩეველი, სამი პირველი მდივანი და მეორე მდივანი, ასევე ოთხი ატაშე.

დიპლომატიური ურთიერთობები თბილისსა და მოსკოვს შორის 2008 წლის აგვისტოს შემდეგ თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად. 2009 წლიდან შვეიცარიამ აიღო თავის თავზე შუამავლის როლი მხარეებს შორის — თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია მუშაობს. საქართველოს ინტერესების ანალოგიური სექცია მუშაობს მოსკოვში.