ДДТ თბილისში კონცერტს გამართავს

ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მრავალშვილიან გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. პოპულარული რუსული როკ–ჯგუფი ДДТ თბილისში კონცერტს გამართავს, იუწყება ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია Fix Group.

„ვია გრა“ თბილისში კონცერტს გამართავს

კონცერტის ჩატარების თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. კონცერტი საქველმოქმედო იქნება: ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მრავალშვილიან გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.

ეს იური შევჩუკისა და ჯგუფ ДДТ–ს პირველი ვიზიტი არაა საქართველოში. მუსიკოსები 2003, 2012 და 2015 წლებში უკვე გამოვიდნენ თბილისში კონცერტებით.

ჯგუფი ДДТ იური შევჩუკმა 1980 წელს უფაში დააარსა. შევჩუკი 1986 წელს ლენინგრადში გადავიდა. ჯგუფის ცნობილი ალბომებია: "Я получил эту роль" (1988), "Актриса весна" (1992), "Это всё" (1995), "Мир номер ноль" (1999), "Метель августа" (2000), "Единочество" (2002-2003).