რას მოხმარდება კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაზრდილი ბიუჯეტი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი 14 მლნ ლარამდე იზრდება, იუწყება ტელეკომპანია „მაესტრო“.
Sputnik

„კოოპერატივებში სულ უფრო მეტი ფერმერი ერთიანდება და იზრდება მათი მოთხოვნები. შესაბამისად იზრდება სახელმწიფო მხარდაჭერაც“, – განუცხადა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.

გიორგი მიშელაძის თქმით, საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება, რომელთა შორისაა რძის გადამამუშავებელი საწარმოების და მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამები.