თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი Tbilisi Jazz Festival საქართველოს დედაქალაქში გაზაფხულზე, 28-30 აპრილის პერიოდში გაიმართება და არა შემოდგომაზე, როგორც დაგეგმილი იყო, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების, კომპანია Eastern Promotions-ის განცხადებაში.
ფესტივალის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ფესტივალის ჯაზის საერთაშორისო დღესთან დამთხვევა. წელს ფესტივალი 21-ედ გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში ჯაზური მუსიკის მოყვარულებს ელოდებათ ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან შეხვედრა, როგორებიც არიან ჯაზ-ტრიო Bad Plus, აკაპელის ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი Naturally 7 და ასევე Miles Electric Band.
Bad Plus-ის კონცერტები Event Hall-სა და თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე tkt.ge.
თბილისში პირველი ჯაზ-ფესტივალი 1978 წელს გაიმართა. ტრადიცია 1998 წელს კომპანია Eastern Promotions-მა აღადგინა, რომელიც ჯაზის მოყვარულმა ოთხმა ენთუზიასტმა მეგობარმა დააფუძნა.