უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცების საფლავები აღმოაჩინეს

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ნათესავებს ქალაქ ორიოლში ძმათა სასაფლაოდან მიწა გადასცეს
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცების შთამომავლებს ახლობლების საფლავიდან მიწა გადასცეს.

1942 წელს დაკარგული შალვა გოგსაძის შვილიშვილმა საქართველოს ვეტერანთა ცენტრალურ საბჭოს ბაბუას საფლავის მოძიების თხოვნით მიმართა.

„ძალიან მინდოდა, რომ დედაჩემს, რომელსაც მამა არასდროს უნახავს, სცოდნოდა, სად არის ის დასაფლავებული. ჩემი მიმართვით დაიწყო ყველაფერი“, — გვიამბო ნუნუ სირაძემ.

Передача земли с могил павших грузинских солдат ВОВ их семьям

ქართველი ჯარისკაცების კვალს ქალაქ ორიოლში ძმათა სასაფლაოზე მიაგნეს. სასაფლაოზე დაკრძალულია ჯარისკაცები, რომლებიც 1942-1943 წლებში დაიღუპნენ.

ომში დაღუპული ამბროსი ლილუაშვილის შვილთაშვილის თქმით, მისმა ოჯახმა 75 წლის განმავლობაში არაფერი იცოდა.

„ბაბუაჩემი ამბროსი ლილუაშვილი ფრონტზე 1943 წლის მაისში გაიწვიეს. უკვე 3 ივლისს მივიღეთ წერილი, სადაც ეწერა, რომ ის დაიღუპა. იმ დროიდან არაფერი ვიცოდით მის შესახებ“, — განაცხადა ზაზა ლილუაშვილმა.

Передача земли с могил павших грузинских солдат ВОВ их семьям

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 73 წლისთავისთვის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 350 ათასი ხის დარგვა იგეგმება. ხეები ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაირგვება. როგორც შალვა გოგსაძისა და ამბროსი ლილუაშვილის ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, ისინი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.