როგორ მუშაობს ტაქსი საქართველოში: Sputnik-ის მკითხველთა მოსაზრება

დღეისათვის თბილისში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ტაქსების მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik.„Sputnik–საქართველოს" მკითხველთა დიდი ნაწილი საქართველოში ტაქსის მომსახურებით უკმაყოფილოა – ასეთია საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე, „რამდენად კმაყოფილი ხართ საქართველოში ტაქსის მომსახურებით", მკითხველების 68,7%-მა უპასუხა, რომ სერვისი ცუდია, ფასები კი მაღალი. გამოკითხვაში მონაწილეთა 12,5%-ს კი მიაჩნია, რომ ტაქსის სერვისი მოსახერხებელია, ფასები კი იაფი.

თბილისში ტაქსისტები უნებართვოდ მუშაობისთვის დაჯარიმდებიან

ამასთან ერთად, ტაქსის მომსახურებას იშვიათად იყენებს გამოკითხვაში მონაწილეთა 18,8%.

დღეისათვის თბილისში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ტაქსების მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება. არ არსებობს სპეციალური ლიცენზია და გადასახადები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს ტაქსის მძღოლი. ამისთვის აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და ტაქსის სპეციალური ნიშანი.

წლის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ტაქსის რეგისტრაცია და მუშაობის ნებართვის აღება აუცილებელი გახდება.

მარტში საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმად, თბილისელ ტაქსის მძღოლებს 200-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ, თუ მგზავრებს უნებართვოდ ან ნებართვის წესების დარღვევით გადაიყვანენ.

ნებართვის ასაღებად საჭირო იქნება პირადობის მოწმობისა და მართვის მოწმობის წარდგენა.

GEO Sputnik-საქართველოს რეპორტიორმა პროფესია შეიცვალა და სამუშაო დღე ტაქსის საჭესთან გაატარა