თბილისი, 26 მარტი — Sputnik. რუსთავში, ქალი მის მეგობარ მამაკაცთან ერთად 15 წლის ქალიშვილის მიმართ ძალადობაში ამხილეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბავშვთან მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. ასევე 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას.