სვანეთი იზოლაციაშია: გზა სამი დღეა, დაკეტილია

გავრცელებული ინფორმაციით, ლაჯურღულას მონაკვეთზე ქვათაცვენის საშიშროება ამ დრომდე ნარჩუნდება, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. უკვე მესამე დღეა, რაც ტურისტები სვანეთში მოხვედრას ვერ ახერხებენ, რომელიც ქვათაცვენის გამო გარე სამყაროს მოწყდა, იუწყება ტელერახი Rustavi2.

ვნებათაღელვა ჰესების ირგვლივ სვანეთში: ოჯახები კომპენსაციას ითხოვენ

ტელეარხის ინფორმაციით, გზაზე ჩამოსული მეწყრის გამო 180-მდე ტურისტი უკან დაბრუნდა. ტურისტების ნაწილი გზის გახსნას ორი დღე ელოდა, შემდეგ კი სვანეთის ნაცვლად ბათუმში გაემგზავრა.

სვანეთისკენ მიმავალ გზაზე პრობლემები 22 მარტს დაიწყო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, ამ დროისათვის ინტენსიური ქვათაცვენის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) და 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ტელერახის ინფორმაციით, ლაჯურღულას მონაკვეთზე ქვათაცვენის საშიშროება ამ დრომდე ნარჩუნდება, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.