ჯანო ანანიძემ საქართველო-ლიტვის თამაშის დროს მუხლის ტრავმა მიიღო

ჯანო ანანიძემ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები დაიზიანა.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საქართველო-ლიტვას შორის თბილისში გამართული ამხანაგური მატჩის (4:0 საქართველოს სასარგებლოდ) დროს მუხლის ტრავმა მიიღო.

მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი უხერხულად დაეცა და მას მოედნის დატოვება საკაცით შეხვედრის დასაწყისშივე მოუწია.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მაისურები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლიტვა გაანადგურა

„მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ, რომელიც გვიან ღამით, თბილისში ჩატარდა, დაადასტურა პირველადი დიაგნოზი: მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესების დაზიანება. ჯანოს ოპერატიული მკურნალობა ელოდება. მუდმივი კავშირი გვაქვს საქართველოს ნაკრების ექიმთან. ოპერაციის თარიღისა და ფეხბურთელის აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ”, — განაცხადა „სპარტაკის“ სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხაილ ვართაპეტოვმა.

წინასწარი ინფორმაციით, ნახევარმცველი თამაშებს რამდენიმე კვირით გამოეთიშება.

ანანიძე მწყობრში მიმდინარე წლის მარტში ჩადგა. გასული წლის ნოემბერში ნახევარმცველს მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის მწესებზე ოპერაცია ჩაუტარდა.