გენო პეტრიაშვილი ბულგარეთის ტურნირის გამარჯვებულია

ქართველი ფალავნის აქტივს კიდევ ერთი ოქროს მედალი შეემატა
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) სოფიაში გამართული „დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა, იუწყება ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის Facebook-გვერდი.

გენო პეტრიაშვილისა და ლადო ხინჩეგაშვილის გამარჯვებები საუკეთესოთა შორისაა

ოქროს მედლისათვის შეხვედრაში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა რუსეთის ნაკრების წევრი მურადინ კუშხოვი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილმა ანგარიშით 10:0 ბერძენი იოანის კარგკიოტაკისი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აშკარა უპირატესობით ბულგარელ დანიელ ვასელინოვს მოუგო — 10:0.