თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი დაშავდა კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელარხი Rustavi2.
შემთხვევა თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შსს-ს წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.