ზრუნვა ბელარუსული აქცენტით, ანუ რაზე ისაუბრა ლუკაშენკომ თბილისში

ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში თონის პურის გამოცხობა და კონიაკის კუპაჟირება ასწავლეს
Sputnik

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის პროგრამა ძალიან დატვირთული იყო.

მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების განხილვის გარდა, ბელარუსის ლიდერმა თონეში პურის გამოცხობა და „სარაჯიშვილის“ კონიაკის ქარხანაში კონიაკის კუპაჟირება ისწავლა.

საქართველოში ლუკაშენკომ ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილს საჩუქარი ჩამოუტანა. ბელარუსის წარმოების ტრაქტორი Беларус-152 საქართველოს პრეზიდენტს სასაოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დაეხმარება — ცნობილია, რომ მას თავის მიწის ნაკვეთზე ბელარუსის პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარი კარტოფილი მოჰყავს.

ლუკაშენკო საქართველოში: როგორ დახვდნენ ბელარუსის პრეზიდენტს თბილისში

მარგველაშვილმა უკვე გაისეირნა ტრაქტორით. რაც ვერ მოახერხა მისი ადმინისტრაციის უფროსმა. „არ მსვავს. პრეზიდენტ ლუკაშენკოს საჩუქარი პრეზიდენტ მარგველაშვილს“, — დაწერა გიორგი აბაშიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე და ფოტო ატვირთა.

ბელარუსი სტუმრის პატივსაცემად გამართულ სახელმწიფო სადილზე პრეზიდენტებმა ერთამანეთს თავისი შვილები გააცნეს — ანა მარგველაშვილი და ნიკოლაი ლუკაშენკო.  

ალექსანდრ ლუკაშენკო აგრეთვე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

ქართველი ხალხი მშვიდობას იმსახურებს

პრეზიდენტის შვილები: ანა მარგველაშვილმა და ნიკოლაი ლუკაშენკომ ერთმანეთი გაიცნეს

ყველა გამოსვლაში და განცხადებაში, რომელიც პრესსამსახურებმა გამოაქვეყნა, იგრძნობოდა უშუალო და მეგობრული ტონი და ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანის სურვილი.

„ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის. მე ყოველთვის დავუჭერ მხარს ყველა ორმხრივ პროექტს, რათა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობა“, — განაცხადა ლუკაშენკომ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, საქართველომ მსოფლიოსთვის ბევრი კარგი გააკეთა.

„მე როგოც მოქალაქეს, ადამიანს, როგორც ჩემი ქვეყნის მეთაურს, მინდა რომ საქართველოში იყოს სიმშვიდე. ქართველმა კარგმა ხალხმა იცხოვროს კარგად, იმიტომ, რომ იმსახურებს ასეთ პატივისცემას. ეს არის ძალიან ძველი ქართველი ერი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და ყოველთვის მზად ვართ გამოგიწოდოთ დახმარების ხელი", — აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ვიზიტის პირველივე დღეს ბელარუსის დელეგაციის წევრებმა თანამშრომლობის შესახებ ათი დოკუმენტი გააფორმეს.

აღსანიშნავია მემორანდუმები, რომელიც გაფორმდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბელარუსის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, ქალაქ რუსთავსა და ბელარუსის ქალაქ ჟოდინოს შორის, ასევე იმერეთის რეგიონსა და გომელის ოლქს შორის.

ბელარუსი მზადაა, საქართველოს თავისი გამოცდილება გაუზიაროს

პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას“. ამ დოკუმენტით მხარეებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა.

„დღეს მოეწერა ხელი არაერთ შეთანხმებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მტკიცე საფუძველს შეუქმნის ქართულ — ბელარუსული ურთიერთობების გაღრმავებას და განსაზღვრავს კეთილმეზობლურ და პროდუქტიულ თანამშრომლობას ჩვენ ერებს შორის მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ლუკაშენკომ დაასახელა ის სფეროები, რომლის განვითარებაში მის ქვეყანა საქართველოს დახმარება შეუძლია.

„დღეს ჩვენი ურთიერთობები განვითარებისთვის ბევრი შეთანხმება და მემორანდუმი გავაფომეთ. მაგალითად, მანქანათმშენებლობის სფეროში ერთობლივი პროექტები ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია, და ამ სფეროში თანამშრომლობას ვავითარებთ. ბელარუსს შეუძლია მოგაწოდოთ ავტობუსები, ელექტრობუსები, სახანძრო ტექნიკა“, — აღნიშნა მან.

სამუდამოდ დაამახსოვრდა

„მოწიწებითა და რიდით“ – ლუკაშენკო საქართველოში ვიზიტებზე

სიტყვები, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ლუკაშენკოს სამი წლის წინ უთხრა — „რამდენი ხანი გელოდით აქ“, მას სამუდამოდ დაამახსოვრდა.

„მე ეს მახსოვს და ძალიან ვაფასებ იმას, რომ თქვენ ყოველთვის პოულობთ დროს, რომ შემხვდეთ, მე კი გპირდებით, რომ მე ყოველთვის ჩამოვალ თქვენს შესანიშნავ ქალაქში, შესანიშნავ ქვეყანაში და თუ ღმერთის და თქვენი ნება იქნება, აუცილებლად შეგხვდებით. ჩემთვის ეს დიდი სიხარული და დაფასებაა. თქვენ ძალიან პატივსაცემი პიროვნება ხართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და არა მხოლოდ მართლმადიდებლურში. როდესაც თქვენთან შეხვედრა შემომთავაზეს, მე ვთქვი, თუ თქვენი უწმინდესობა მთავაზობს შეხვედრას და ეს მისთვის დატვირთვა არ არის, მზად ვარ, თუნდაც ფეხით მოვიდე თქვენთან“, — განაცხადა ლუკაშენკომ ილია მეორესთან შეხვედრაზე.

ილია მეორემ გამოთქვა იმედი, რომ ბელარუსსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განვითარდება და ახალ ფორმებს შეიძენს.

ლუკაშენკომ და ილია მეორემ ერთმანეთს სამსახსოვრო საჩურები გადასცეს და სანთლები აანთეს. ბელარუსის პრეზიდენტის ვაჟმა როიალზე შუბერტის სერენადა შეასრულა. შეხვედრაზე ილია მეორის კომპოზიციებმაც გაიჟღერა.

მადლობა დახმარებისთვის

საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს ლუკაშენკომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ბორჯომის ხეობაში 2017 წლის აგვისტოში მომხდარი მასშტაბური ხანძარი გახდა, რომლის ჩაქრობაში ბელარუსიც მონაწილეობდა. მაშინ ლუკაშენკოს დავალებით მინსკიდან ჩამოფრინდა თვითმფრინავი Ми-26, რომელიც ადგილზე ბოლომდე დარჩა.

ბიზნეს-ფორუმი

ლუკაშენკოს ვიზიტის პარალელურად თბილისში ქართულ-ბელარუსული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომელშიც 300-მდე ბიზნესმენი მონაწილეობდა, საიდანაც 100-მდე ადამიანი ბელარუსიდან ჩამოვიდა.

ღონისძიების ფარგლებში კომპანიებმა 9 მლნ დოლარის საერთო ღირებულების 29 ხელშეკრულება გააფორმეს.

პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტი თბილისში პარასკევს დასრულდა.