ხულოში საცხოვრებელი სახლი ხანძარმა მთლიანად გაანადგურა

დაზარალებულების თქმით, ხანძრის შედეგად განადგურდა საოჯახო მეურნეობა
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ხულოში, სოფელ ბეღლეთში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლში დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ურეკში ხანძარმა 90 წლამდე მამაკაცი იმსხვერპლა

იაკობაძეების შვიდსულიანი ოჯახი სრულიად უსახლკაროდ დარჩა.

ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი ქარი აფერხებდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზარალებული ოჯახის განცხადებით, ცეცხლმა მათი საოჯახო მეურნეობა – ფუტკრის ოჯახები და სარეალიზაციოდ გამზადებული ორი ტონა თაფლი გაანადგურა. დაიწვა ასევე ავეჯის დამამზადებელი მცირე საწარმოც.

ხულოს მერია დაზარალებულ ოჯახს 10 ათას ლარს გამოუყოფს.