მამაკაცს, რომელიც ცოლს სისტემატურად სცემდა, სასამართლომ ერთი წელი მიუსაჯა

მამაკაცი ცოლს შვილების თანდასწრებით სცემდა და მოკვლით ემუქრებოდა.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო, ნათქვამია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილებზე შემაკავებელი ორდერი გამოიწერება

მამაკაცი ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სისტემატურად სცემდა ცოლს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უწმაწური სიტყვებით და  ემუქრებოდა, რომ ცულით მოკლავდა. 

სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებათა საშუალებით ბრალდებული რ.გ დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.