„დედამიწის საათს“ საქართველოს პარლამენტი და მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა

საერთაშორისო აქცია „დედამიწის საათი“ (Earth Hour) ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) 2007 წლიდან იმართება.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. გლობალური აქციის ფარგლებში დღეს, 20:30-დან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში და თბილისისა და ქუთაისის პარლამენტის შენობებში განათება გამოირთო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ Imedi

თბილისი უერთდება აქციას „დედამიწის საათი“

„დედამიწის საათი“ — მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს, რითაც პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პროექტის, „დედამიწის საათის“ ფარგლებში დღეს, ისევე როგორც ყოველ წელს ამ დროს, მილიონობით ადამიანი აქრობს სინათლეს ერთი საათით. ასევე, მსოფლიოს ასობით ქვეყანაში ყველა ღირსშესანიშნაობაზე განათება ერთი საათით გამოირთვება.

საერთაშორისო აქცია „დედამიწის საათი“ (Earth Hour) ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) 2007 წლიდან იმართება.