„დედამიწის საათი“ ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაიწყება

დღეს „დედამიწის საათის“ მეთერთმეტე რაუნდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კორპორატიული სპორტის ფედერაციის ინიციატივით, „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით ლისის ტბაზე ველომარათონი გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

თბილისი უერთდება აქციას „დედამიწის საათი“

სპორტული ღონისძიება ორი ეტაპისგან შედგა: ველოგარბენი 6 კმ-ზე და მარათონი 3 კმ-ზე. გარბენი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კორპორატიული სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. 

„დედამიწის საათი“ — მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს, რითაც პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პროექტის, „დედამიწის საათის“ ფარგლებში დღეს, ისევე როგორც ყოველ წელს ამ დროს, მილიონობით ადამიანი აქრობს სინათლეს ერთი საათით. ასევე, მსოფლიოს ასობით ქვეყანაში ყველა ღირსშესანიშნაობაზე განათება ერთი საათით გამოირთვება.

საერთაშორისო აქცია „დედამიწის საათი“ (Earth Hour) ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) 2007 წლიდან იმართება.