ბათუმში ჩატარდება ფესტივალი, სადაც მონაწილეებს დაქორწინება შეეძლებათ

ფესტივალში მონაწილეობის ღირებულება 3 ათასი აშშ დოლარია.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოში 14-17 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფესტივალი – „ჩემი დიდი ქართული ქორწილი“. ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე წყვილი მიიღებს მონაწილეობას, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„ჩემი დიდი ქართული ქორწილის“ ორგანიზატორია ტურისტული კომპანია  GEO STUMARI. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი სამდღიანი იქნება, მონაწილეები კი ქართულ კულტურასაც გაეცნობიან.

„ეს არის დახურული ღონისძიება მხოლოდ 100 წყვილისთვის და სპეციალური სტუმრებისთვის, სადაც შეყვარებულებისთის სამდღიან ბრწყინვალე დღესასწაულს მოვაწყობთ“, — ჰპირდებიან ორგანიზატორები.

ბათუმი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადება

ფესტივალის ძირითადი ლოკაცია Dreamland Oasis Hotel-ია. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალში მონაწილეობის ღირებულება 3 ათასი აშშ დოლარია. წყვილებს საშუალება აქვთ, საქორწილო პროცესში თავიანთი მეჯვარეები ჩართონ.

ფესტივალი არის მათთვის, ვისაც სურს საქართველოში გადაიხადოს ქორწილი. ქორწინების რეგისტრაცია და ფოტოსესია მოეწყობა ბოტანიკურ ბაღში და სხვადასხვა ადგილას. ფესტივალს გაალამაზებენ ქართველი მუსიკოსები და მოცეკვავეები.

კომპანია GEO STUMARI საქართველოში კორპორატიულ ტურებსა და ღინისძიებებს აწყობს.

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. სრული პროგრმა და ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე